მედია ჯგუფ „აფხაზეთის“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და დამოუკიდებელ ექსპერტზე მუქარა ხორციელდება

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 11:29

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის „საზოგადოებრივი ინიციატივა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განცხადებით, დამოუკიდებელ ექსპერტსა და ჟურნალისტ გოჩა გვარამიაზე, რომელიც მედია ჯგუფ „აფხაზეთის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, მუქარა ხორციელდება.

როგორც ორგანოზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აცხადებს, მუქარა მის ბოლო დროინდელ აქტივობას უკავშირდება. კერძოდ, გოჩა გვარამიამ არაერთხელ გააპროტესტა ოკუპაციის კანონში ცვლილებების შეტანა და კრიტიკულად შეეხო პაატა ზაქარიაძის განცხადებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

გოჩა გვარამია აცხადებს, რომ მას მოსთხოვეს დადგეს ჩრდილში და არ ჩაერთოს მსგავსი საკითხების განხილვაში.

აღნიშნულ საკითხზე 15 აპრილს, 13 საათზე iTV-ის მედიაკლუბში დამოუკიდებელი ექსპერტი და ჟურნალისტი გოჩა გვარამია ბრიფინგს გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59