14 აპრილს რუსთავის ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო

, 14 აპრილი, 2013 - 23:37

14 აპრილს რუსთავის ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს საავტომობილო ჩემპიონატი დაიწყო. ავტოდრომზე მოსულმა ავტომოყვარულებმა დრიფტის შოუ იხილეს, რის შემდეგაც სტარტი ფორმულის, ლეგენდსის და ძარიანი ავტომობილების კლასების შეჯიბრმა აიღო. მუსიკალურად ავტორბოლას მოწვეული DJ Dimitry Funky აფორმებდა.

სეზონი ფორმულა ალფას შეჯიბრით დაიწყო, რომელიც წინასწარი პროგნოზით წლეულს ყველაზე დაძაბულ ასპარეზობას გულისხმობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ 2013 წელს უკვე მოასპარეზე გუნდების გარდა დაემატება მინიმუმ 5 სხვადახსვა ქვეყნის წარმომადგენელი სპორტსმენი, რომელიც მაისში სპეციალური გათამაშების შემდეგ ფორმულის ბოლიდის მფლობელი გახდება.

პირველივე რბოლაში წარმატება იკო ჩხეიძეს ხვდა წილად. მან ფორმულა ალფას კლასში გამარჯვების შანსი არავის დაუტოვა. ლეგენდების კლასში კი პირველ ადგილზე არჩილ ბიძინაშვილი გავიდა. რაც შეეხება ძარიანი ავტომობილების კლასს, GT Unlimited კატეგორიაში მოიგო სანდრო ცხადაძემ, ხოლო Mono კატეგორიაში დავით მენთეშაშვილმა.

ჩემპიონატის პირველივე ეტაპზე ლეგენდების კლასში უკრაინელი, ბელორუსი და ორი რუსი პილოტი მონაწილეობდა.

2013 წლის საქართველოს ჩემპიონატის კალენდრის მიხედვით 28 აპრილს ავტოდრომზე წყვილთა რბოლის ჩემპიონატი დაიწყება, ხოლო საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი წრიულ რბოლაში (ლეგენდის, ფორმულა–ალფას, ძარიანი ავტომობილების კლასში) 25-26 მაისს გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59