საქართველოს რესპუბლიკური პარტია "ლიბერალ ინტერნაციონალის" წევრი გახდა

, 14 აპრილი, 2013 - 23:22

"ლიბერალ ინტერნაციონალის" 190-ე კომიტეტის სხდომაზე რესპუბლიკური პარტია ერთხამად მიიღეს სრულ წევრად. პარტია 8 წლის მანძილზე "ლიბერალ ინტერნაციონალის" დამკვირვებელი წევრი იყო.

რესპუბლიკური პარტია ლიბანში, ქალაქ ბეირუთში ლიბერალური პარტიების გაერთიანების კომიტეტის სხდომაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა წარმოადგინა.

თინათინ ხიდაშელმა, კომიტეტის მონაწილეებს საქართველოში არსებული მდგომარეობა გააცნო. თავის გამოსვლაში ხიდაშელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ დახმარებაზე, რომელსაც წლების მანძილზე ლიბერალები საქართველოს დემოკრატიისათვის ბრძოლაში და ევროინტეგრაციის გზაზე უწევდნენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი დახმარება მძიმე საარჩევნო კამპანიის პერიოდში ევროპის მასშტაბით.

"ქართველებს ახსოვთ თქვენი მყარი პოზიციები მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მიტინგებს არბევდნდნ, როცა ჟურნალისტებზე ძალადობდნენ, მაშინ როცა განსაკუთრებული რეპრესიები ხორციდლდებოდა ჩვენს აქტივისტებზე, და ამისათვის მხოლოდ მადლიერი ვარ, მაგრამ ეხლა გაცილებით უფრო მკაცრია გამოწვევები და მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა. განსაკუთრებით კრიტიკულია ლიბერალების მხარდაჭერა ევროპის პარლამენტში და ევროპის საბჭოში, როდესაც საქართველო დიდი ნაბიჯით მიიწევს წინ დემოკრატიის გზაზე და იბრძვის იმ წინააღმდეგობების დაძლევისათვის, რომელსაც ევროპაში ჯერ კიდევ შემორჩენილი სააკაშვილის მხარდამჭერები გვიქმნიან. ჩვენი წარმატება ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაშია, ამას კი თქვენი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოვახერხებთ. ამიტომ გთხოვთ კვლავაც იდგეთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის წარმატების სადარაჯოზე" - მიმართა თინათინ ხიდაშელმა "ლიბერალ ინტერნაციონალის" წევრ პარტიებს. 

რესპუბლიკური პარტია 2006 წლიდან ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61