გიგი უგულავამ ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორებს და მათ მწვრთნელებს ფულადი პრემიები გადასცა

, 14 აპრილი, 2013 - 23:06

თბილისის მერიისა და მასობრივი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, 6-დან 14 აპრილის ჩათვლით, ქალაქის სპორტულ ბაზებზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში მედია კომპანიების ფესტივალი: "მასმედია-ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის" გაიმართა.

 ფესტივალში ტელე-კომპანიები: "რუსთავი -2", "ჯი-დი-ეს"-ი, "მუზიკ-ბოქსი", "S-TV", საზოგადოებრივი მაუწყებელი და "მაესტრო", ასევე რადიო კომპანიები: "იმედი", "ობიექტივი", "ფორტუნა", "მედია-პალიტრა" და ჟურნალი "ავერსი" მონაწლეობდნენ. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა შეჯიბრებები პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, კარტინგებით რბოლაში, ბილიარდში, ჭადრაკში, ნარდში, სთრითბოლში, მძლეოსნურ ესტაფეტასა და წყლის ველოსიპედებით რბოლაში. ფესტივალის გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია დღეს კუს-ტბაზე გაიმართა. გამარჯვებულები თბილისის მერმა დააჯილდოვა.

დღესვე გიგი უგულავამ კუს ტბაზე 17-21 მარტს თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორებს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვლადიმერ გეგეშიძესა და ზურაბ დათუნაშვილს(თითოეულს 10 000 ლარი), ასევე მათ მწვრთნელებს( 5 000 ლარი) ფულადი პრემიები გადასცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43