შსს-მ თაღლითობისთვის ძებნილი დააკავა

, 14 აპრილი, 2013 - 23:46

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამტრედიის რაიონული სამმართველოსა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობისთვის ძებნილი, 1970 წელს დაბადებული მაქსიმე ს. ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუაფარცხმაში დააკავეს.

მაქსიმე ს. 2011 წლიდან სამტრედიის რაიონული პოლიციის მიერ 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან გერმანიაში 30-მდე ავტომანქანის „ვინ-კოდები" გააყალბა და თანამზრახველების დახმარებით საქართველოში ჩამოიყვანა.

ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ მას იმავე წელს დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ დროისთვის დაკავებული ქუთაისის მე-2 საპყრობილეშია გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5