ხვალ ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

, 14 აპრილი, 2013 - 21:29

ბათუმში, სასტუმროში „Radisson Blu Hotel Batumi”  15 აპრილს, 09:00 საათზე,  გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია ”ბიომრავალფეროვნება ევროპაში” (Biodiversity in Europe). ღონისძიება ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ორგანიზებით და გაგრძელდება 18 აპრილამდე.

კონფერენციას გახსნიან გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ევროპის ოფისის დირექტორი იან დუსიკი და შვეიცარიის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი.

კონფერენცია იმართება ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შესახებ პან-ევროპული სტრატეგიის ფარგლებში. ღონისძიებას დაესწრება ევროპის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების 120-ზე მეტი წარმომადგენელი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46