გორის საუღელტეხილო გვირაბის მარჯვენა პორტალში ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს დღეებში აღდგება

, 14 აპრილი, 2013 - 21:19

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის საუღელტეხილო მონაკვეთზე არსებულ გვირაბში ხანძრის შედეგად დაზიანებული კომუნიკაციების აღდგენა მიმდინარეობს. აღდგენით სამუშაოებს, ადგილზე, კოორდინაციას უწევენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ხანძრის მიმდებარე ტერიტორიისა და გვირაბის კედლების გაწმენდა-ჩამორეცხვა; დაზიანებული კომუნიკაციების დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანა. ასევე, ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოების სრული მოცულობის დასადგენად, დაიწყო ელექტროკომუნიკაციებისა და სავენტილაციო სისტემის ტესტირების პროცესი.

გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, უახლოეს დღეებში, გორის საუღელტეხილო გვირაბის მარჯვენა პორტალში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება დასავლეთის მიმართულებით მარცხენა გვირაბის გავლით, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით - გვირაბის ასაქცევი გზით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44