ცხელი შოკოლადი ნარინჯისფერი ფინჯნით უნდა დალიოთ

, 28 აპრილი, 2013 - 15:38

ევროპელმა მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ შეიძლება აღვიქვათ საკვების ნამდვილი გემო. ვალენსიის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 57 მოხალისეს კრემისფერი, წითელი, ნარინჯისფერი და თეთრი ფერის ფინჯნებიდან,  რომელთა შიდა მხარე თეთრი ფერის იყო, ცხელი შოკოლადის დაგემოვნება სთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ცხელი შოკოლადი ყველა ფინჯანში ერთი და იგივე იყო, მოხალისეებმა მაინც იპოვნეს განსხვავება და აღნიშნეს, რომ კრემისფერ და ნარინჯისფერ ფინჯნებში უფრო გემრიელი ცხელი შოკოლადი ესხა.

საკვებისა და სასმელის შესანახმა კონტეინერმა, შესაძლოა, პროდუქტს გემო და არომატი შეუცვალოს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ყვითელ ჭურჭელში, თუ სასმელი ლიმონს შეიცავს, ლიმონის არომატი უფრო მძაფრი ხდება. სასმელი, რომელიც ცივი ფერის, მაგალითად, ლურჯი ფერის ჭურჭელშია მოთავსებული, წყურვილს უფრო ადვილად მოგიკლავთ, ვიდრე თბილ, მაგალითად, წითელ ჭურჭელში მოთავსებული იგივე სასმელი. ხოლო სასმელი, რომელიც ვარდისფერ ჭურჭელშია მოთავსებული, უფრო ტკბილი ხდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5