პატრიარქი კირილი ფემინიზმს სახიფათო ტენდენციად მიიჩნევს

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 17:50

"სახიფათოდ მივიჩნევ იმ მოვლენას, რასაც ფემინიზმი ჰქვია, რადგან ფემინისტური ორგანიზაციები საჯაროდ აცხადებენ ქალების ფსევდო-თავისუფლებას", - პატრიარქი კირილის ამ განცხადებას სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს.

რუსეთის პატრიარქის თქმით, ქალებს, რომლებიც ფოკუსირებული უნდა იყვნენ ოჯახზე და შვილებზე, ფემინიზმი თავისუფლების ილუზიას უქმნის. პატრიარქი კირილი ამბობს, რომ ფემინიზმს სახელმწიფოში დესტრუქციული პროცესების გამოწვევა შეუძლია, იმ შემთხვევაში, თუ ქალისა და მამაკაცის მოვალეობები სხვანაირად გადანაწილდება.

"მამაკაცმა უნდა იმუშაოს და ფული შეიტანოს ოჯახში, ქალი კი ყოველთვის შვილებზე უნდა იყოს ფოკუსირებული. ქალმა თუ ეს მნიშვნელოვანი როლი დაკარგა, შესაძლოა, ყველაფრის დესტრუქცია მოხდეს, მათ შორის, სახელმწიფოსიც", - აღნიშნავს პატრიარქი კირილი.

რუსეთის პატრიარქის განცხადებით, იგი ზოგადად ქალების პოლიტიკასა და ბიზნესში საქმიანობის წინააღმდეგი არ არის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5