ვლადიმერ პუტინიც კი ვერ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ხელისუფლებამ მიიღო - ნუგზარ წიკლაური

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 17:27

ვლადიმერ პუტინს რომ საოკუპაციო მმართველობა დაემყარებინა თბილისში და რუსი მაღალჩინოსნები ყოფილიყვნენ ჩვენი მმართველები,  ისინიც კი ვერ მიიღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ამ ხელისუფლებამ,  - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე. 

ნუზარ წიკლაურმა აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და პრემიერი-მინისტრის განცხადებას 2008 წლის ომის შესახებ რომ, ქართული მხარე საომარ მოქმედებებში მანამდე ჩაერთო, ვიდრე რუსები საზღვარს გადმოკვეთდნენ, უპასუხისმგებლო უწოდა.

"ისინი, პირველ რიგში, გამოუშვებდნენ რუსეთის აგენტურას, რომელიც დაპატიმრებული იყო თბილისში, აუცილებლად დაიწყებდნენ ოკუპაციის კანონის შერბილებას, ისინი აუცილებლად შეეცდებოდნენ ეთქვათ, რომ საქართველო იყო დამნაშავე ომის გაჩაღებაში და ყველაფერი ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ", - აღნიშნა წიკლაურმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61