ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადვოკატ გოგიტა გაბაიძეს პასუხობს

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 17:08

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადვოკატ გოგიტა გაბაიძის დღევანდელ ბრალდებებს ეხმაურება, რომელმაც საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ჩხრეკის, არასათანადო შემოწმებასა და ღირსების შემლახავი მოპყრობში დაადანაშაულა.

როგორც საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა განაცხადა, საგამოძიებო სამსახურში მისული ყველა პირი, მიუხედავად სტატუსისა, შემოწმებას გადის და ამ მხრივ გამონაკლისი ვერც ადვოკატი გოგიტა გაბაიძე იქნებოდა.

„მისი მხრიდან ზედმეტია საუბარი პირად შეურაცხყოფაზე მაშინ, როდესაც მან აქეთ შესთავაზა საგამოძიებო სამსახურის დაცვის თანამშრომლებს, რომ გაიხდიდა და შიშველი შემოვიდოდა შენობაში. ასეთი საქციელით თავად ვართ შეურაცხყოფილები, რადგან, დამერწმუნეთ, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს მისი შიშველ მდგომარეობაში ნახვის სურვილი ნამდვილად არ აქვთ“, - განაცხადა სუხიაშვილმა.

გოგიტა გაბაიძის თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გუშინ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას საქმეში გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების წამოსაღებად მივიდა, რა დროსაც ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. გაბაიძე მთავარ პროკურორს და ფინანსთა მინისტრს აღნიშნული ფაქტის გამოძიების თხოვნით ორშაბათს მიმართავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6