არასამთავრობოები სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს იურიდიულ დახმარებას გაუწევენ

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 16:57

პროექტის "რა დავაშავე?!" ფარგლებში სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" შეხვედრა გაიმართა. პროექტი შრომითი უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტის განხორციელება არასამთავრობოთა ნაწილმა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულთა უფლებების დასაცავად დაიწყო.

დღევანდელ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა ის ადამიანებიც ესწრებოდნენ, ვინც თვლის, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

არასამთავრობო სექტორის მონაცემებით, სხვადასხვა უწყებიდან 5000 - ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული. არასამთავრობო ორგანიზაციები მათ იურიდიულ დახმარებას გაუწევენ და მოუწოდებენ, რომ საკუთარი უფლებები სასამართლოში დაიცვან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59