მალავის მთავრობამ მადონა შეურაცხყოფაში დაადანაშაულა

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 16:02

მალავის მთავრობამ ამერიკელი პოპ-მომღერალი მადონა შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. კერძოდ, აბუჩად აგდებასა და დაცინვაში. ოფიციალური პირების განცხადებით, მალავიში ბოლო ვიზიტის დროს მომღერალმა უკმაყოფილება გამოთქვა მომსახურების დონეზე და ეს აფრიკული მაღალჩინოსნებისათვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.

მალავის მთავრობის წარმომადგენელთა თქმით, მათ ქვეყანაში მადონა საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ გაზვიადებულ ინფორმაციას ავრცელებს და სამაგიეროდ გაცილებით უფრო მეტს ითხოვს, ვიდრე იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ მადონა მალავიში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მომღერალმა მალავის ბავშვთა სახლიდან 2 ბავშვი იშვილა. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61