სასტუმრო "Holiday Inn"-ში "Oikos Tbilisi" ფორუმს გამართავს

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 11:03

არასამთავრობო ორგანიზაცია “oikos Tbilisi”-ის ორგანიზებითა და „ფონდი ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით სასტუმრო „Holiday inn”- ში გაიმართება ფორუმი, რომლის ძირითად მიზანს პროქტის „სტუდენტური ორგანიზაციების სტატუსი და მათი ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში“ კვლევის პირველადი შედეგების განხილვა წარმოადგენს.

„oikos Tbilisi”-მა საქართველოში არსებული ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება გამოიკვლია. ფორუმში მონაწილეობას საქართველოს 65 წარმატებული და აქტიური სტუდენტი მიიღებს. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სტუდენტური პროფილის პროექტებს ახორციელებენ. სტუდენტები დებატებს გამართავენ და პრობლემურ საკითხებს განიხილავენ. მათ თავად შეეძლებათ თითოეულ მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობა და გამოსავალი გზების ძიება.

ფორუმის მიზანია სტუდენტური უფლებებისა და მოვალეობების უკეთ გაცნობა და ამ კამპანიის საშუალებით სტუდენტების მოტივაციის ამაღლება საუნივერსიტეტო ცხოვრების მართვაში. ფორუმი ერთჯერად პროექტს არ წარმოადგენს. იგი სტუდენტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, ფორუმი სასტუმრო „Holiday inn” - ში 13 აპრილს 13:30 საათზე გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61