ნიკა რურუა აგვისტოს ომზე ხელახალი გამოძიების დაწყებას "ბრიყვობად" აფასებს

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 15:56

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის ნიკა რურუას თქმით,  აგვისტოს ომზე ხელახალი გამოძიების დაწყება "ბრიყვობაა". ამის შესახებ ნიკა რურუამ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა.

როგორც რურუა აცხადებს,  აღნიშნული ნაბიჯით საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს შესაძლოა დაუკანონოს.

"ეს მიმართულია დღევანდელი ხელისუფლების ოპონენტების მიმართ, მაგრამ მათ ნაცვლად ეს "მოხვდება" საქართველოს. რას ვგულისხმობ ამაში?! დასავლეთმა ამ კონფლიქტში თავისი სიტყვა თქვა, როცა თბილისში ჩამოვიდა ათობით ლიდერი, როცა აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა და თავისი, მსოფლიოში უძლიერესი ფლოტილია დაძრა ჩვენი ნაპირებისკენ. გამოძიების ხელახლა დაწყება კი ემსახურება ამ ყველაფრის შებრუნებას. ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ აღიარა ასეთად, ამ ბრიყვული ნაბიჯით შეიძლება დავუკანონოთ რუსეთს. ეს იქნება ჩვენს მიერ დასავლეთის სახეში გაწნული სილა", - აცხადებს ნიკა რურუა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59