ნინო ბურჯანაძეს პრემიერ-მინისტრის განცხადება ძალიან არ მოეწონა

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 15:40

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ, "ძალიან არ მოეწონა". ამის შესახებ მან გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, მას არ სურს  იფიქროს, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მეორე პოლიტიკურ ცენტრად "ნაციონალურ მოძრაობას" განიხილავს.

"საქართველოს მოსახლეობამ "ნაციონალურ მოძრაობას" ნათლად უთხრა "არა". პარლამენტში არსებული ბალანსი მოსახლეობის განწყობას არ ასახავს, "ნაციონალურ მოძრაობას" ხმათა 40% არ მიუღია. გარდა ამისა, სამართლიანობის აღდგენა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური, არგუმენტირებული პრეტენზია, რასაც ჯერ პასუხი არ გასცემია. ამ პასუხების გაცემის შემდეგ, გამოძიების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" ლეგიტიმური ოპოზიცია ვერ იქნება", - განაცხადა გადაცემაში ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელ პირებს ხალხის წინაშე მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი და თუ ბიძინა ივანიშვილი არ აღკვეთავს "ნაციონალური მოძრაობის" "გარეცხვის" მცდელობას, ქართველი ხალხი პასუხს ახალ ძალას მოთხოვს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59