ირანელმა მეცნიერებმა დროის მანქანა შექმნეს

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 15:45

ირანის სტრატეგიული ინოვაციების ცენტრმა საკუთარი გამოგონება დააპატენტა. ეს არის დროის მანქანა „Aryyayeka“, - იტყობინება ბრიტანული გამოცემა  Daily Telegraph-ი.  27 წლის მეცნიერის ალი რაზეგის თქმით, ეს მანქანა

ვერ გადაიყვანს მომხმარებელს მომავალში, თუმცა,  მისივე თქმით, ადამიანის თითის ანაბეჭდით შეძლებს მომავალი  5-8 წლის პროგნოზირებას.

„ჩემი გამოგონება ზომით არ აღემატება კომპიუტერს და შეუძლია მომხმარებლის თითის ანაბეჭდის გამოყენებით მისი მომავლის  5-8 წლის წინასწარმეტყველება. მანქანა არ გადაგიყვანთ თქვენ მომავალში, მაგრამ მომავალს მოგიტანთ თქვენ“, - აცხადებს  რაზეგი.

მეცნიერები ათი წლის განმავლობაში მუშაობდნენ აპარატზე.

ახალგაზრდა მეცნიერის განცხადებით, მისი გამოგონება ირანის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, წინასწარ გაიგონ ინფორმაცია მომავალი სამხედრო კონფლიქტების, სავალუტო ცვლილებების და ნავთობის ფასის შესახებ.

„ბუნებრივია, რომ ხელისუფლება, რომელიც შეძლებს შეისწავლოს მომავალი 5 წლის განმავლობაში მოსალოდნელ მოვლენებს, მზად იქნება ყველა პოტენციური საფრთხისთვის“, - აცხადებს მეცნიერი.

მანვე აღნიშნა, რომ გამოგონება ჯერ არ ჩაეშვება მასობრივ წარმოებაში, ხალხის უსაფრთხოების გამო.

„თუკი ჩვენ გამოვუშვებთ ამ მანქანას, ჩინელებმა შეიძლება მოიპარონ იდეა და აწარმოონ ის მასობრივად“, - თქვა მეცნიერმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61