შსს-მ პოლიციის შენობის ესკიზური პროექტების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 15:18

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციის შენობის ესკიზური პროექტების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ჟიურის თავჯდომარემ, არქიტექტორმა ნიკოლოზ შავიშვილმა ორ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა.

თბილისში, გაგარინის მოედანზე მდებარე პოლიციის შენობისთვის საუკეთესო პროექტის ავტორი დიმიტრი მოძმანაშვილია, რომელიც არქიტექტურულ კომპანია „დემარკს" წარმოადგენს. მეორე გამარჯვებული ახალგაზრდა არქიტექტორი ლაშა ბარბლიშვილია. მან ქალაქ ბორჯომის პოლიციის ახალი შენობის საუკეთესო პროექტი წარმოადგინა.

კონკურსი ანონიმურად ჩატარდა. ჟიურის განხილვაზე სულ 51 ნამუშევარი იყო წარდგენილი. ნამუშევრები დეტალურად განიხილეს შემდეგი კრიტერიუმებით: არქიტექტურული და მხატვრული სახე; გარემოს გათვალისწინება შენობის მასშტაბის, სართულიანობის, მოცულობის და მასის შესაბამისობა ურბანულ და ლანდშაფტურ გარემოცვასთან; რეალიზიაციის მიზანშეწონილობა.

კონკურსის მსვლელობისას უპირატესობა მიენიჭა კონკურსანტის შემოქმედებით იდეას, ესკიზის ორიგინალურობასა და პრაქტიკულობას, შენობის მოცემულ გარემოსთან შერწყმას, სისადავეს, ფუნქციონალურ დატვირთვასთან შესაბამისობას.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულები შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 000 ლარის ოდენობის ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

ცნობისთვის, სამინისტრომ ღია კონკურსი პოლიციის შენობის საუკეთესო ესკიზურ პროექტზე 22 მარტს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც პროფესიონალ არქიტექტორებს, არქიტექტურულ კომპანიებს, დიზაინერებს, მხატვრებს, ასევე ყველა სხვა დაინტერესებულ პირს, მათ შორის სტუდენტებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45