ანდრე კარბელაშვილი გარდაიცვალა

ორშაბათი, 15 აპრილი, 2013 - 23:26

გარდაიცვალა დამსახურებული ჟურნალისტი, ცნობილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ტელე-კომუნიკაციების უბადლო მცოდნე, გამოჩენილი მეცნიერ-გამომგონებელი, ნოვატორი, საქართველოს ჟურნალისტთა

შემოქმედებითი კავშირის  წევრი და პრემიის ლაურეატი "სატელეკომუნიკაციო და ელექტრონული მედიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის", ანდრე კარბელაშვილი.

 

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ანდრე კარბელაშვილის სიცოცხლე და მოღვაწეობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება კაცმა იცხოვრო ნებისმიერ ეპოქაში და შეინარჩუნო უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი - ადამიანური ღირსება.

ანდრე კარბელაშვილი არის შთამომავალი (შვილიშვილი) ძმები კარბელაშვილებისა, რომლებიც საქართველოს წმინდა სინოდმა 2012 წელს წმინდანებად შერაცხა.

ანდრე კარბელაშვილი იყო ღირსეული მამულიშვილი მრწამსითა და გენეტიკით, საზოგადო, სახელმწიფო მოღვაწე, ინჟინერი, მეცნიერ-გამომგონებელი, პუბლიცისტი, კომუნიკაციების ტექნოლოგიების დამნერგავი, ჟურნალისტი, სამშობლოს, ოჯახის, მეგობრების უზომოდ მოყვარული და გულისხმიერი ადამიანი.

მის მიერ განვლილი გზა, ცხოვრების კადრები არის ჭეშმარიტი მაგალითი ქართული კულტურისა და მენტალიტეტის. თუ ადამიანი ბუნებით არის კეთილშობილი, ის ყველა ეპოქის ქარტეხილში დარჩება ეროვნული ფასეულობების ერთგული. ასეთი იყო ანდრე კარბელაშვილი.

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61