წარუმატებელი სიყვარულისგან ქალები მამაკაცებზე მეტად იტანჯებიან

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 15:18

წარუმატებლობა პირად ცხოვრებაში ქალს აიძულებს ორჯერ მეტად დაიტანჯოს, ვიდრე მამაკაცს , - ამტკიცებენ ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერები. მათ აღმოაჩინეს, რომ ქალები ყველაზე მეტ სინანულს და შფოთვას განიცდიან ყოფილი პარტნიორების მიმართ.

ის, რომ მათ ოდესღაც ვერ შეძლეს საყვარელი ადამიანის შენარჩუნება -არის მწარე სინანულის ძირითადი მიზეზი. ადამიანები ასევე განიცდიან სინანულს გაშვებულ შესაძლებლობაზე რომანი გაებათ პიროვნებასთან, რომლის მიმართ ახალგაზრდობაში სიმპათიას განიცდიდნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზით უფრო მჭიდრო კავშირი ვერ მოხერხდა.

განცდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი - საკუთარი ქცევის სინანული საყვარელი ადამიანის მიმართ, რომელიც უთუოდ მეტ სიყვარულს და ზრუნვას იმსახურებდა.

მეცნიერების გადმოცემით, ჩატარებული კვლევისას მრავალ რესპონდენტს ჰქონდა მცდელობა რაღაც შეეცვალა, ხოლო ბევრი მათგანი წარსულის გახსენებისას ცრემლად იღვრებოდა.

გარდა ურთიერთობისა და სიყვარულისა, ადამიანები სინანულს განიცდიან იმის მიმართ, რომ ვერ შეძლეს შეეძინათ ის პროფესია, რომელიც მათი ინტერესის საგანს წარმოადგენდა, დროზე არ გაეყარენ მეუღლეს ან კარიერა და ფული არჩიეს სიყვარულსა და ვნებას. ამის გამო ეწყებათ დეპრესია, სტრესი, ნერვიულობენ ყვლეფერზე. აღიზიანებთ გარშემომყოფები,  უმიზეზოდ არიან ცუდ ხასიათზე და ხშირად, რაც მთავარია, კარგავენ იმედს სანამ ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს არ წამოიწყებენ. თუმცა ეს ყველა ქალის შემთხვევაში ასე არ ხდება.

წარუმატებელი სიყვარული არ ნიშნავს  ცხოვრების დასრულებას იქნებ გეძლევათ შანსი, რომ უკეთესი პარტნიორი იპოვოთ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59