პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 15:23

პარალამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. უკრაინის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან და მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან გიორგი ბარამიძის შეხვედრებისას  ისაუბრეს უკრაინისა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლების გზებზე.

შეხვედრებზე ასევე განიხილეს უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის პერსპექტივები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაციის, არაღიარების პოლიტიკის საერთაშორისო არენაზე გატარების და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიზნით ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

კიევის სამართლის უნივერსიტეტმა გიორგი ბარამიძეს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59