ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 14:58

ქართველი სამხედროები ოჯახებს დაუბრუნდნენ. კაპრალი გიორგი ანჯაფარიძე და სერჟანტი მერაბ ცაავა დღეს ოჯახებში გაუფრთხილებლად მივიდნენ.  კაპრალი ანჯაფარიძე და სერჟანტი ცაავა ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდნენ. ისინი სამშობლოში 156 თანამებრძოლთან ერთად დღეს გამთენიისას დაბრუნდნენ. სამხედროებს აეროპორტში III ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდა. 32-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის ფარგლებში ავღანეთში 6 თვის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

ბატალიონის საქართველოში დაბრუნება ეტაპობრივად ხორციელდება. 32-ე ბატალიონი სამშობლოში 22 აპრილამდე სრულად დაბრუნდება. ისინი ავღანეთში როტაციის წესით IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6