ჩვენი ხალხი ახლა კომუნიზმის საფრთხის წინაშე დგას - მიხეილ სააკაშვილი

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 14:33

ჩვენი ხალხი ახლა კომუნიზმის საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონელ სტუდენტებთან გუშინდელ  შეხვედრაზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით,  ახალი მთავრობა წინა ხელისუფლების  მიერ აშენებულის "დანგრევის პროგრამით" მოვიდა.

"ქვეყანამ, რომელიც ახლა აღტაცებას იწვევს თავისი დემოკრატიულობის გამო, ბევრი სირთულე განვლო. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩემს ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალა – შეიცვალა თაობა, შენობები, რომლებიც საუკეთესო არქიტექტურული ნიმუშებია. თუმცა, ამის გამო ბევრი გვაკრიტიკებს და ვერ გვიტანს, მაგრამ არა უშავს. საოცარია, მაგრამ ახალი მთავრობა ამ ნაგებობების დანგრევის პროგრამით მოვიდა. ნელ-ნელა დაიწყეს კიდეც ამის კეთება, თუმცა მე შევაჩერე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი პოლონელ სტუდენტებთან შეხვედრაზე აგვისტოს ომის საკითხის ხელახალი გამოძიების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების სანაცვლოდ ხდება.

"ორი დღის წინ, მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩვენს ხელისუფლებას უთხრა, გამოიძიეთ, ვინ წამოიწყო ომი, რომლის დაწყებაშიც პასუხისმგებელი თქვენი ლიდერაო და სანაცვლოდ ტერიტორიებს კი არ დაგიბრუნებთ უკან, ვაჭრობას აღვადგენთ – თქვენს ღვინოს რუსეთში გავყიდით და წითელი არმიის სასიმღერო გუნდს გამოგიგზავნითო. პრობლემა ჩვენს შორის მხოლოდ ის არ არის, რომ პუტინს ჩემი ფიზიკური პარამეტრები არ მოსწონს, აქ უფრო ფუნდამენტური პრობლემაა, რომელსაც ერთმანეთის თვალებში ყურებით ვერ მოვაგვარებთ. მხოლოდ დემოკრატიის გზით გადავჭრით ჩვენს პრობლემებს, რადგან დემოკრატია გვაყალიბებს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45