იაპონელებმა მარგალიტის რეკორდული სიგრძის ყელსაბამი შექმნეს

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 14:42

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მსოფლიოში ყველაზე გრძელი - 222 მეტრის სიგრძის მარგალიტის ყელსაბამი შექმნეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყელსაბამი გინესის რეკორდების წიგნში შევა.

 

ყელსაბამის წონა, რომელსაც სამი თვის განმავლობაში ქმნიდნენ, თითქმის 20 კილოგრამია და მის შესაქმნელად 28 ათასი მარგალიტის ბურთულა გამოიყენეს.

მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, ყელსაბამი არ გაიყიდება.

გამოფენის ორგანიზატორები, პროვინცია მეის ტურისტული ასოციაციის წევრები თვლიან, რომ ამ აქციით გაზრდიან პროვინციის პოპულარობას და მარგალიტის მომხმარებლებს მოიზიდავენ არა მარტო იაპონიიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან.

აღსანიშნავია, რომ წინა რეკორდი ასევე ეკუთვნოდათ იაპონელ იუველირებს ეჰიმის პრეფექტურიდან. მათი შექმნილი მარგალიტის ყელსაბამის სიგრძე 187 მეტრი იყო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44