14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 14:02

1978 წლიდან, ყოველი წლის 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. უმაღლეს სასწავლებლებსა და საჯარო სკოლებში იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. დედაენის ძეგლთან სკოლის მოსწავლეები ლექსებს კითხულობენ, პოლიტიკოსები კი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს იხსენებენ.

ზუსტად 35 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია და სახელმწიფო ენად რუსული გამოეცხადებინა.

შესაბამისი კანონი კონსტიტუციაში სწორედ 14 აპრილს უნდა შესულიყო, თუმცა მასობრივმა საპროტესტო აქციამ, რომლის ორგანიზატორები ძირითადად სტუდენტები იყვნენ, მოსკოვი აიძულა, უკან დაეხია და სახელმწიფო ენად ისევ ქართული დაეტოვებინა.

როგორც წესი, ამ დღესთან დაკავშირებით "დედა ენის ბაღში" ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6