გოგიტა გაბაიძე ფინანსურ პოლიციას ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო უჩივის

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 13:22

ადვოკატი გოგიტა გაბაიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს ჩხრეკის, არასათანადო შემოწმებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ბრალდებით უჩივის.

გაბაიძის თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამიოძიებო სამსახურში გუშინ, გიგი უგულავას საქმეში გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების წამოსაღებად მივიდა, რა დროსაც ფინანსური პოლიციის წარმომადგენლებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.

"მოითხოვეს მომეხსნა საათი, სამაჯური, ბეჭედი და გამეხადა ფეხზე, მაშინ როდესაც იქ დგას მეტალოდეტექტორი, რომლის მსგავსიც ციხეებში დგას. ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემი აღელვება და შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ჩემი შემოწმება მოხდა იმიტომ, რომ მე, გიგი უგულავას ადვოკატი შევდიოდი", - განაცხადა გიგი უგულავას ადვოკატმა.

გაბაიძის თქმით, ფინანსურ პოლიციაში შესვლამდე დაცვის სამსახურმა მისთვის უცნობი აპარატურით მოინდომეს შემოწმება, რომელიც, ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ, ასხივებს.

ადვოკატი მთავარ პროკურორს და ფინანსთა მინისტრს აღნიშნული ფაქტის გამოძიების თხოვნით ორშაბათს მიმართავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55