უფლებადამცველი ორგანიზაცია მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 13:39

"ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია" პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს მთავრობას განცხადებით მიმართავს. ორგანიზაციის განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხზე, პრეზიდენტის მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადებები კეთდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართლიანობის აღდგენა საზოგადოების დაკვეთაა. განცხადების ტექსტს "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა ხალხის ძირითადი დაკვეთაა ახალი ხელისუფლების მიმართ, ამჟამად კვლავ საზოგადოების, არსამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშია 2008 წლის აგვისტოს ომის ობიქტურად და სამართლიანად გამოძიების წარმოება. რაზეც შეიძლება ითქვას, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოში აგვისტოს ომის ტრაგედია არაობექტურად იყო გამოძიებული და წარმოებული. აგრეთვე, მისასალმებელია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დაინტერესება ამ საკითხთან მიმართებაში.

მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ძალოვან და თავდაცვის სამინისტროს და სხვა მთავრობის წევრებს, ვისაც უშუალოდ ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული აგვისტოს ომის ტრაგედიის დროს და ვინც მართავდა პროცესებს მიხეილ სააკაშვილთან ერთად, აუცილებლად ითანამშრომლონ პროკურატურასთან და მათაც უნდა გაინაწილონ გარკვეული სამართლებრივი პასუხისმგებლობა მათ მიერ არჩეულ ქვეყნის პირველ პირთან ერთად.

ხოლო რაც შეეხება სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებას, რომ იგი არ ითანამშრომლებს პროკურატურის საგამოძიებო ორგანობთან, ეს არის მისი მხრიდან კიდევ ერთხელ, ჩვენი ქვეყნის ხალხის და კონსტიტუციის წინაშე აშკარა უპასუხისმგებლობა, რითაც შეიძლება ითქვას, იგი კიდევ ერთხელ აქეზებს ნაციონალური პოლიტიკური გუნდის წევრებს, რათა სხვებმაც არ ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. რაც კიდევ ერთელ ამყარებს ეჭვს რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ ომის დროს ბევრი სამართლებრივი გადაცდომები იყო ჩადენილი", -აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59