რუსეთს ოკუპაციის შენარჩუნების შანსი არ აქვს, თუ ამას ქართველების ხელით არ გააკეთებს - მიხეილ სააკაშვილი

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 11:02

არა მხოლოდ მე არ მივიღებ მონაწილეობას ასეთ გამოძიებაში, არამედ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისტორიის და ქართველი ხალხის წინაშე ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ვერც ერთი ქართველი პარტრიოტი ვერ მიიღებს მონაწილეობას ასეთ გამოძიებაში - განაცხადა საქართვეოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ჟურნალისტებთან საუბრისას.
”ის, რაც ივანიშვილმა ამ ორი დღის წინ თქვა, იყო საქართველოს ფუნდამენტური საკითხების გადახედვა.მან განაცხადა ზუსტად ის, რასაც მთელი ეს წლებია რუსეთი აცხადებს. რუსეთს არასდროს უთქვამს, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ის ამბობდა, რომ საზღვარი გადმოკვეთა მას შემდეგ, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა იმოქმედეს. ყველამ - დაწყებული ტალიავინის კომისიიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებით დამთავრებული, თქვეს, რომ შემოსული იყვნენ და საქართველო იძულებული იყო, რომ ეპასუხა. ყველამ რუსეთი ოკუპანტად და აგრესორად გამოაცხადა. ასე რომ, მან პირველად, გარდა ჰუგო ჩავესისა, პუტინისა და მედვედევისა, კიდევ დაადასტურა მსოფლიოში ის, რასაც მთელი ეს წლებია რუსები ამბობდნენ” -განაცხადა მიზეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტისთვის გაუგებარია, თუ რატომ ითხოვს ახალი ხელისუფლება აგვისტოს ომის ხელახალ გამოძიებას, მაშინ როდესაც გამოძიებას მხოლოდ ერთი სუბიექტი - რუსეთის ფედერაცია ითხოვდა.

”მთელი ეს წლებია, რუსები ამ ომზე გამოძიების დაწყებას და საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის - ჩემი და სხვების პასუხისგებაში მიცემას ითხოვდა. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ნახევარი მილიონი ჩვენი თანამემამულე საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდება. მინდა ვიკითხო, როცა მთელმა მსოფლიომ ყველაფერი დაადგინა, დეკლარაციები და რეზოლუციები მიიღო, როცა აღიარებების პროცესი რუსეთს ბოლომდე გავუჭედეთ, რა ფუნქციას ემსახურება გამოძიების დაწყება, რასაც მხოლოდ ერთი სუბიექტი - რუსეთის ფედერაცია ითხოვდა. ამის შედეგი იქნება მხოლოდ ერთი - რუსეთის საქმე გაკეთდება. წყალსაც წავუღივარ მეც და საქართველოს სხვა ხელმძღვანელობაც. ეს ხომ საქართველოს სუვერენიტეტს დაარტყამს პირდაპირ, ჩვენ მართლაც მივიღებთ იმას, რასაც რუსეთმა ვერ მიაღწია ემბარგოებით, სხვადახვა პროვოკაციებით საბოლოო ჯამში ომით," - განაცხადა  პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების კომისიასთან არ ითანამშრომლებს და მიიჩნევს, რომ ეს თავიდან ბოლომდე რუსული თამაშია.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6