26 მაისს სამხედრო აღლუმი არ ჩატარდება

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 11:09

26 მაისს სამხედრო აღლუმი არ შედგება, თუმცა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახალხო ზეიმში სამხედრო კომპონენტი იქნება. ეს გადაწყვეტილება მთავრობის საკონსულტაციო ჯგუფმა პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ მიიღო.

უმრავლესობაში ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ , რომ საქართველოს აღლუმის ჩასატარებელი შესაბამისი სახსრები არ გააჩნია. ოპოზიციაში კი აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის გამო გაკეთდა, რადგან კონსტიტუციის მიხედვით, სამხედრო აღლუმის ჩაბარება პრეზიდენტს ევალება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ღონისძიებებია ამ დღისთვის დაგეგმილი. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის გეგმა მომავალ კვირას დაზუსტდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6