თბილისში მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 20:09

საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯია“-ში რიგით მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-2 საერთაშორისო გამოფენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა.

გახსნის ცერემონიალზე დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს წარმოჩენისთვის მსგავსი ღონისძიებების გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

გამოფენის ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯია”. გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.

გამოფენა,  რომელიც 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსa da USAID-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის მხარდაჭერით ტარდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5