დავით ნარმანიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დახურვაში მიიღო მონაწილეობა

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 19:08

წეროვანის დევნილთა დასახლებაში საერთაშორისო ფონდ „მოძრაობა შიმშლის წინააღმდეგ“ (ACF International) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დახურვის ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის - 2009 - ნაწილი III” ("IDP III") მხარდაჭერის ერთ-ერთი კომპონენტია. პროექტი 2011 წლის ზაფხულში დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით დევნილთა 27 საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. საჭიროებები სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა. პროექტმა მოიცვა სამეგრელო, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი და შიდა ქართლის რეგიონები. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხეთის, დუშეთისა და მთიანეთის მასშტაბით განხორციელდა გზის საფარის დაგება, სასმელი წყლის სისტემისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია.

 საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. სულ განხორციელებული 27 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 4,5 მილიონი ევრო დაიხარჯა.

9 გზისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შედეგადაც 50231 დევნილი და ადგილობრივი მოსახლე ადვილად უკავშირდება სასიცოცხლო მნიშველობის საჯარო დაწესებულებებს და შეუფერხებლად გააქვს მის მიერ მოწეული პროდუქცია ბაზარზე. 17 ობიექტზე სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შედეგადაც 55562 დევნილი და ადგილობრივი მოსახლე ღებულობს სუფთა, მაღალი დებეტის და მეტი ოდენობის წყალს.

ინფრასტრუქტურული კომპონენტის განხორციელებამ მთლიანობაში 110 000 იძულებით გადაადგილებულ პირსა და მათ მასპინძელ ოჯახებს მოუტანა სარგებელი და გააუმჯობესა იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაცია ადგილებზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52