ცესკომ საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსისათვის ახალი ვადები დაადგინა

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 18:31

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის №5 და №34 საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსისათვის ახალი ვადები დაადგინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცესკომ 11 აპრილის სხდომაზე მიიღო.

ამავე სხდომაზე კომისიამ 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებად ”საზოგადოებრივი დამცველი”, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი და ევროპულ-დემოკრატიული ცენტრი, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციად - აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაარეგისტრირა.

#21 გარდაბნის და #41 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კომისიამ ხელახალი შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. #21 გარდაბნის ოლქში გამოცხადებული კონკურსისთვის საბუთები 12-დან 25 აპრილის ჩათვლით მიიღება, ხოლო #41 ახალქალაქის ოლქში გამოცხადებული კონკურსისთვის - 12-დან 21 აპრილის ჩათვლით (საბუთები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიიღება. მის: აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ).

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61