ნაძალადეველები ბედნიერები არიან, რომ მათი კანდიდატი თამარ კორძაიაა - ზაზა გაბუნია

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 17:48

თამარ კორძაიას კარგად ესმის თვითმმართველობის როლი და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც პარლამენტის წევრი, ის იქნება თვითმმართველობის როლის გაზრდის მხარდამჭერი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა.

გაბუნიას თქმით, ნაძალადეველები ბედნიერები არიან, რომ ჰყავთ თამარ კორაძაიასნაირი კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კანდიდატი.

"თამარ კორძაიას მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ნაძალადევში საფუძველი დაედება ახალი ტიპის მაჟორიტარის საქმიანობას. როცა მაჟორიტარი დეპუტატი არის არა მოსახლეობის ბატონი, არამედ მისი მსახური, მოსახლეობის დაკვეთის შემსრულებელი", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მან აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ისეთი მნიშვნელოვანი მოღვაწის შემდეგ, როგორიც თეა წულუკიანია, არჩევანი თამარ კორძაიაზე სრულიად სწორად გააკეთა.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრებმა ზაზა გაბუნიამ და ჯაბა სამუშიამ, ნაძალადევში "ქართული ოცნების" კანდიდატის თამარ კორძაიას მხარდამჭერ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43