რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე “ ჯინო ველნეს”-ის სასტუმრო გაიხსნა

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 17:34

ახალციხეში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე “ ჯინო ველნეს”-ის სასტუმრო გაიხსნა. სასტუმრო 38-ნომრიანია. მათ შორის არის ლუქსის ტიპის ორი ნომერი. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს ბარს, რესტორანს, სპას, საუნასა და ღია აუზს.

სასტუმრო ორგანულად ციხე რაბათის ტურისტულ კომპლექსში ეწერება. სასტუმროს გახსნის ცერემონიალის შემდეგ ს.ს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ და სლოვაკეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკის "EXIMBANKA"ის წარმომადგენელმა საქართველოში, ტურიზმის სექტორში ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

სასტუმრო ს.ს. "საპარტნიორო ფონდის" და Eurocom Investment Georgia –ას ერთობლივი დაფინანსებით აშენდა. ინვესტიციის მთლიანი მოცულობა 5 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, საიდანაც საპარტნიორო ფონდის წილმა კონვერტირებადი სესხის სახით 2,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61