მამა თეოდორე ჩიტაიშვილის წიგნის "ტიმოთეს უბნის მონასტრის" პრეზენტაცია დღეს გაიმართა

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 16:25

ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის წინამძღვრის მამა თეოდორე ჩიტაიშვილის წიგნის "ტიმოთეს უბნის მონატრის" პრეზენტაცია ჟურნალისტთა შემოქმედებით კავშირში გაიმართა.

მამა თეოდორემ წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ ამ ტაძრის არსებობა ყველა ქართველმა უნდა იცოდეს.

ტიმოთეს მონასტერი 1185-1205 წლებში შენდებოდა. მონასტრის უნიკალურობასა და გამორჩეულობას მისი ფრესკების მოხატულობა განსაზღვარავს. ტიმოთეს აღმოსავლეთ ნაწილში მოხატულია ახალი აღთქმის 32 ეპიზოდი. დასავლეთ ნაწილში კი ძველი აღთქმაა ეპიზოდურად გადმოცემული. ჩრდილოეთ ნაწილში კი შალვა ახალციხელის ფრესკაა. სწორედ ეს უკანასკნელი და მისი ძმა იოანე ახალციხელი არიან მიჩნეული ამ ტაძრის დამაარსებლად.

მონასტერი საუკუნეების მანძილზე მივიწყებული იყო. 30 წლის წინ კი ისტორიკოსთა ჯგუფმა იმუშავა ამ ტაძარზე და ამ პერიოდიდან გახდა ცნობილი მისი ისტორიული მნიშვნელობა.

                                                                                                                                          ელენე აბჟანდაძე

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6