დელასში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 16:44

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელასში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 36 კი მძიმედ დაშავდა. ავტობუსი ერთ-ერთ გზატკეცილზე გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით, დილის ათის ნახევარზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, 16 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6