" ნაციონალურ მოძრაობას" რუსთაველზე აქციის გამართვის უფლება არ აქვს - ლევან ყურაშვილი

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 16:53

"ნაციონალურ მოძრაობას" უფლება არ აქვს 19 აპრილს აქცია გამართოს იმ ადგილას, სადაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა", - ამის შესახებ "ჯეონიუსს" "სრულიად საქართველოს სახალხო  დარბაზის ახალგაზრდული ფრთის" თავმჯდომარემ ლევან ყურაშვილმა განუცხადა.

ყურაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს 18 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, სახალხო დარბაზის მიერ ორგანიზებულ "დარბაზობას" შეუერთდეს და საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

"ქართველმა ერმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა და რისთვის ვართ. მოვუწოდებთ თითოეულ ქართველს, ვისაც გული შესტკივა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი აზრი", - განაცხადა ლევან ყურაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული აქციის მიზანი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და ერის გაერთიანებაა.

"დარბაზობა" რუსთაველის გამზირზე 18 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება.

                                                                                             მარიამ ჯავახიშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59