რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია ადგილობრივი თვითმმართველობის ვებგვერდები სამეგრელო-ზემო სვანეთში?

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 16:40

"საერთაშორისო გამჭვირველობა საქართველოს" მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები საკუთარ ვებგვერდებს საზოგადოებასთან კომუნიკაციისთვის არაეფექტურად იყენებენ.

ორგანიზაციამ მონიტორინგის შედეგად დაადგუინა რომ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ოფიციალურ ვებგვერდებზე არასაკმარისად არის განთავსებული.

"საერთაშორისო გამჭვირველობა საქართველომ" კვლევის საწყის ეტაპზე იმ ინფორმაციათა კატეგორიები განსაზღვრა, რომელთა განთავსება და პერმანენტული განახლება ორგანიზაციის შეფასებით მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია.

"საერთაშორისო გამჭვირველობა საქართველოს" მიერ განსაზღვრული ინფორმაციათა კატეგორიებია:

1.ბიუჯეტი და პრიორიტეტების დოკუმენტი

დამტკიცებული ბიუჯეტი, პრიორიტეტების დოკუმენტი და განმარტებითი ბარათი, რომლებიც განსაზღვრავენ თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის ძირითად მიმართულებებებს და განსახორციელებელ ღონისძიებათა ხარჯებს, მარტვილისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის გარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის არც ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობას არ აქვს განთავსებული ვებგვერდზე. იგივე მდგომარეობაა საკრებულოებშიც - დამტკიცებული ბიუჯეტი, პრიორიტეტების დოკუმენტი და განმარტებითი ბარათი არც ერთ საკრბულოს არ აქვს გამოქყვენებული. ზუგდიდის, ფოთის ხობის, მარტვილის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის საკრებულოებს კი მხოლოდ ამ დოკუმენტთა პროექტები აქვთ გამოქვეყნებული.

2.გამგეობის და საკრებულოს დებულება/რეგლამენტი

გამგეობის და საკრებულოს დებულება, რომელიც განსაზღვრავს მათი საქმიანობის არეალს და შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეს გაერკვეს ამა თუ იმ უწყების ძირითად უფლებამოსილებებში უნდა იყოს გამოქვეყნებული ამ ორგანოთა ოფიციალურ ვებვერდებზე. აღნიშნული დებულება ყველა გამგეობას აქვს გამოქვეყნებული სენაკისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის გარდა.

წალენჯიხის, ხობისა და ფოთის საკრებულოების გარდა კი არც ერთის ვებგვერდზე არ არის საკრებულოს რეგლამენტი გამოქვეყნებული. ასევე წალენჯიხის, ხობის ფოთის საკრებულოების გარდა არც ერთ საკრებულოს არა აქვს განთავსებული საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიათა დებულებები.

3.სოციალური პროგრამები

მაშინ როდესაც სოციალურად დაუცველთა საერთო რაოდენობის 10.36% სამეგრელო-ზემო სვანეთში ცხოვრობს, მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგამების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდზეა განთავსებული.

ინფორმაცია სოციალური პროგრამების შესახებ არც ერთ საკრებულოს არ აქვს გამოქვეყნებული.

4.საკრებულოს სხდომების შესახებ ინფორმაცია

კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, ინფორმაცია საკრებულოს სხდომების თარიღის შესახებ 5 დღით ადრე არ ქვეყნდება. თვითმმათვალი ქალაქი ფოთის, ასევე წალენჯიხის, ხობისა და ზუგდიდის მუნციპალიტეტის საკრებულო აქყვენებს ინფორმაციას საკრებულოს დაგეგმილი სხდომის შესახებ, მაგრამ მხოლოდ წინა დღით. რაც შეეხება ინფორმაციას უკვე გამართული სხდომის შესახებ ქვეყნდება ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე.

5.ვაკანსიები

ინფორმაციას გამგეობისა და საკრებულოს სამსახურებში არსებული ვაკანსიების შესახებ ბოლო თვეების მანძილზე მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო აქვეყნებს.

6.თანამდებობის პირთა ბიოგრაფიები

ხობის გამგეობის ვებგვერდზე ყველა თანამდებობის პირის ბიოგრაფიაა გამოქვეყნებული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდზე კი არც ერთი თანამდებობის პირის ბიოგრაფია არ არის ატვირთული. მესტიის გამგეობის შემთხვევაში ვებგვერდზე - გამგებლის მოადგილეების ბიოგრაფიებია განთავსებული. ფოთის მერიას, აბაშის, წალენჯიხის, მარტვილის, სენაკისა და ჩხოროწყოს გამგეობებს კი მხოლოდ მერის/გამგებლის და მერის/გამგებლის მოადგილეების ბიოგრაფიების აქვს ატვირთული.

სამეგრელო-ზემო სვანეთში, ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია თანამდებობის პირთა ბიოგრაფიები. ამ ინფორმაციის გასაჯაროება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენაც მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს თანამდებობის პირის ბიოგრაფიულ მონაცემებს და იცოდეს, თუ რამდენად შეესაბამება თანამდებობის პირის მიერ დაკავებული პოზიცია მის გამოცდილებას.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61