უმცირესობა კატეგორიულად გამორიცხავს ახალ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 16:37

რუსეთ-საქართველოს ომის გამოსაძიებლად პარლამენტსა და პროკურატურაში სპეციალური კომისის შექმნასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები. საპარლამენტო უმცირესობაში კატეგორიულად გამორიცხავენ ახალ კომისიასთან თანამშრომლობას,

მათი განცხადებით, საპარლამენტო კომისიამ  ყველა შეკითხვას გასცა პასუხი და ახალი კომისიის შექმნის მიზეზი არ არსებობს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი გაბაშვილის თქმით, "გამოძიება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით წამოწეული, რათა გამაგრდეს რუსეთის ვერსია და ამით ახალი მთავრობა ცდილობს ურთიერთობის აწყობას რუსეთთან, ამ პროექტში არცერთმა თავმოყვარე ადამიანმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6