ახალგაზრდა მუსიკოსები გერმანიაში კონცერტებს გამართავენ

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 15:49

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო პროექტის „კამერტონი” საქართველოს წარმომადგენლობის ახალგაზრდა მუსიკოსები კულტურის სამინისტროში კონცერტს გამართავენ.

კონცერტს დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეები ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, მანანა ბერიკაშვილი, მინისტრის მრჩევლები, მოწვეული სტუმრები, მუსიკოსები.

პროექტის მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ახალგაზრდა კლასიკური მუსიკოსების საერთაშორისო კარიერის ჩამოყალიბება, მასტერკლასებისა და საკონცერტო გამოსვლების ორგანიზება, სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა მუსიკოსების შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და განვითარება.

“კამერტონის” ხელმძღვანელია ცნობილი გერმანელი საზოგადო მოღვაწე ქალბატონი ლიუდმილა ფონ ბერგი. პროექტის მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბერლინის სენატი.

ახალი თაობის მუსიკოსთა შთამბეჭდავმა პროფესიულმა დონემ სტუმრის მაღალი შეფასება ამჯერადაც დაიმსახურა. რამდენიმე ათეული მოზარდი მუსიკოსიდან შეირჩა ექვსი, ვინც 19-28 აპრილს გერმანიის ექვს ქალაქში გამართავს კონცერტებს - ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ქართველ ახალგაზრდებს წელსაც მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა აქვთ მომზადებული გერმანელი მსმენელებისთვის.

წლევანდელი საკონცერტო ტურნეც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით გაიმართება.

კონცერტი 12 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45