აგვისტოს ომის შესახებ მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სტატუსით უნდა დაიკითხოს - ნიკოლოზ მჟავანაძე

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 15:52

თუ სააკაშვილი არ წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე, ქართველი ხალხი ისევე გაისტუმრებს "ქართულ ოცნებას" როგორც გაისტუმრა "ნაციონალური მოძრაობა", - ასე შეაფასა "ჯეონიუსთან" საუბრისასას "უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ მიხეილ საკაშვილის განცხადება, რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების პროცესში საქართველოს პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით.

მჟავანაძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის საქართველოს პრეზიდენტმა პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ თუკი პრეზიდენტი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს იტყვის, იქიდან გომომდინარე, რომ მას პრეზიდენტის იმუნიტეტი იცავს, გამოძიება ამ შემთხვევაში იძულების წესს ვერ გამოიყენებს.

"ტალიავინის კომისიაში ერთმნიშვნელოვნად არ არის დაფიქსირრებული პოზიცია. დასკვნაში წერია, რომ პროვოკაცია რუსეთმა განახორციელა, ხოლო საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო. სამწუხაროდ, "ნაციონალურ მოძრაობას" დაკითხვები აქვს გადაქცეული სასჯელად.  ვთვლი, რომ სააკაშვილი 2008 წლის ომის გამოძიებისას მოწმის კი არა, ბრალდებულის სტატუსით უნდა დაიკითხოს და ამას კონკრეტული შედეგი უნდა მოჰყვეს, თუ ამას ვერ მოავახერხებთ, ეს ჩვენი ქვეყნის პროკურატურის სისუსტეზე მიანიშნებს",  - განაცხადა მჟავანაძემ.

                                                                                                    მირანდა ჭარხალაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58