ტურიზმის სათანადო მართვა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარების საფუძველია - ნინო ჯერენაშვილი

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 15:50

ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილისა და ტურიზმის მრჩეველთა საბჭოს წევრების მსოფლიო ბანკის ექსპერტ სკოტ ვეინთან შეხვედრა ერთ-ერთი წინაპირობაა საუკეთესო რეკომენდაციების შემუშავებისათვის ტურიზმის სფეროს სწრაფი განვითარების კუთხით, - განუცხადა „ჯეონიუსს“ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტმა ნინო ჯერენაშვილმა.

ნინო ჯერენაშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის სფეროს სწრაფ განვითარებას, ვინაიდან უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ერთ-ერთი წინაპირობაა საუკეთესო რეკომენდაციების შემუშავებისათვის.

„ტურიზმი კონკურენტუნარიანი სფეროა და, პირველ რიგში, სწორი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო. სახელმწიფომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, არის თუ არა ტურიზმზე საბაზრო მოთხოვნილება, რადგან ამის გარეშე ძალიან რთული იქნება გრძელვადიან სტრატეგიაზე საუბარიც კი. თუ ტურიზმი სათანადოდ იმართება, ის შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარების საფუძველი გახდეს“, - განაცხადა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59