ქალაქის მერის გადაყენების მცდელობა ქუთაისის ისტორიაში სამარცხვინო ფაქტად შეაფასეს

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 14:52

"ქუთაისის მერის გადაყენების მცდელობა ახალი ხელისუფლების პანიკური შიშია 19 აპრილის აქციისადმი", - ეს შეფასება ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

ქალაქის ვიცე მერებმა და სამსახურის უფროსებმა ბესიკ ბრეგაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ ახალი ხელისუფლება მსგავსი ნაბიჯებით მათ დაბრკოლებას ვერ შეძლებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქის მერის გადაყენების მცდელობას ქუთაისის ისტორიაში სამარცხვინო ფაქტი უწოდეს. ისინი აცხადებენ, რომ ქუთაისის მერის გადაყენებით ახალი ხელისუფლება მათ ვერ დააბრკოლებს და 19 აპრილის აქციაზე მაინც წავლენ.

დღეს ქუთაისში საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის მერის გადაყენების საკითხს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.44
  • 2.89
  • 3.29
  • 0.04
  • 0.53
  • 1.44