მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში ლეხ კაჩინსკის ძმას შეხვდა

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 14:43

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმას, ვიცე-პრემიერს იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა თავის გულისტკივილი ლეხ კაჩინსკის ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველომ მისი სახით ერთგული მეგობარი და საერთაშორისო არენაზე ძლიერი მხარდამჭერი დაკარგა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ლეხ კაჩინსკის ღვაწლი, რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში. შეხვედრაზე, რომელიც იაროსლავ კაჩინსკის ინიციატივით შედგა, სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. თავის მხრივ, იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა.

კაჩინსკიმ საუბრისას საქართველოს ევროინტეგრაციულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესისადმი სრული მხარდაჭერა გამოხატა და ქვეყანას წარმატებები უსურვა.

შეხვედრას საქართველოს პირველი ლედი და დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45