სერ პოლ მაკარტნი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსების სიის სათავეშია

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 14:33

სერ პოლ მაკარტნი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსების სიის სათავეშია, - ინფორმაციას გაზეთი Sunday Times-ი ავრცელებს. მაკარტნის ქონება  680 მილიონ ფუნტს აღწევს, რაც თითქმის ერთი მილიარდი დოლარია.

ამ ნუსხაში გათვალისწინებულია მომღერლის მეუღლის,  ამერიკელი ნენსი შეველის ქონებაც, რაც  ოჯახის ბიუჯეტში 225 მილიონი დოლარით აისახება.

მაკარტნი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მუსიკოსების სიას 1989 წლიდან ლიდერობს.

სიის მეორე ადგილი აღმოჩნდა  ენდრიუ ლოიდ ვებერი - 620 მილიონი ფუნტით, შემდეგ მოდის ვიქტორია ბექჰემი -  200 მილიონი ფუნტით. 

სიაში მოხვდა   ასევე ოზი ოსბორნი და  კრის მარტინი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61