მარკ ცუკენბერგმა მაღალი კლასის "აი თი" სპეციალისტების მოზიდვა დაიწყო

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 13:57

facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკენბერგმა პოლიტიკური მოძრაობა დააარსა. მოძრაობა არალეგალური ემიგრანტების პრობლემებითა და განათლების საკითხით დაინტერესდება, ასევე სამეცნიერო კვლევებსაც დააფინანსებს.

ცუკენბერგის განცხადებით, მოძრაობის მიზანი ქვეყანაში მაღალი კლასის "აი თი" სპეციალისტების მოზიდვა და მათთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაა.

ცუკენბერგის იდეას უკვე გამოეხმაურნენ "იაჰუ", "ინტელი" და სხვა კომპანიები. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან დაეხმარონ გამორჩეულად ნიჭიერ "აი თი" სპეციალისტებს, რომელთაც შეერთებულ შტატებში უნდათ მუშაობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59