კახა კალაძემ კომპანია RusHydro-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 13:49

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი კომპანია RusHydro-ს წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას RusHydro-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი რიჟინაშვილი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე RusHydro-ს წარმომადგენლები საქართველოს ჰიდრორესურსებით დაინტერესდნენ. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც კომპანიას ჰიდროპროექტების დამუშავებაში დაეხმარება. ამასთან, სამინისტრო სამუშაო რეჟიმში კომპანიას თითოეულ პოტენციურ პროექტს გააცნობს, რომელიც უკვე შემუშავებულია და მათ განხორციელებას მთავრობა პრიორიტეტულად მიიჩნევს.

ვიზიტის ფარგლებში, RusHydro-ს წარმომადგენლები შეხვედრებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან გიორგი ბაჩიაშვილთან და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან სულხან ზუმბურიძესთან გამართავენ.

ვიზიტს ორგანიზებას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და საპარტნიორო ფონდი უწევენ.

რუსული კომპანია RusHydro მსოფლიოში ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი სიდიდით მეორე კომპანიაა და მისი 60-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.

RusHydro-ს წარმომადგენლების თბილისში ჩამოსვლა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59