გიორგი თევზაძე 2008 წლის ომის გამოძიების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 13:30

უფლებადამცველმა და არასამთავარობო ორგანიზაციათა კოალიციის “თქვენი უფლებებისათვის” სპიკერმა გიორგი თევზაძემ გაავრცელა განცახდება, რომელშიც ნათქვამია, რომ შეშფოთების საფუძველს ქმნის ცალკეული საუბრებისას დაფიქსირებული პოლიტიკური მოტივები, რომელიც უკავშირდება 2008 რუსეთის აგრესიისას ცალკეული მოქმედებების თავიდან გამოძიებას.

"ჯეონიუსი" უფლებადამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“პირველ რიგში საყურადღებო და გასათვალისწინებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ქალბატონი თეა წულუკიანის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიზანშეწონილია 2008 წლის რუსეთის აგრესიის ფაქტთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიება განახორციელოს ქართულმა მხარემ, რათა არ გახდეს ეს საკითხი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მსჯელობის საგანი. ამისათვის აუცილებელია სრულფასოვნად მოხდეს ყველა სახის დანაშაულებრივი ქმედების ნიშნების მქონე მოქმედებების გამოძიება, რათა ყველაფერს ნამდვილი სახელი დაერქვას, თუმცა ასევე აუცილებელია ყველაფერი იქნას გაკეთებული იმისათვის, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანებს. სამართლიანობა მოითხოვს სამართლებრივად შეფასდეს არა მარტო ქართველი ჩინოვნიკების შესაძლო გადაცდომის ფაქტები, არამედ სხვადასხვა წლებში, განსაკუთრებით 1992 წლიდან რუსეთის მხრიდან ომის არა მარტო ინსპირირების, არამედ დაწყებისა და სხვადასხვა წლებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის აგრესიაზე პასუხისმგებელი პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. ასევე სამართლიანობა მოითხოვს, რომ საქართველოს კონფლიქტი არასოდეს ჰქონია საქართველოში ეთნიკურ ჯგუფებთან და ეს პროცესები ინსპირირებული იყო მუდმივად ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდგომ მისი სამართალმემკვიდრე სახელმწიფოს მიერ. ისიც ფაქტია, რომ საქართველო არათუ არასოდეს გადასულა და მიუტაცებია რუსეთის ტერიტორია, არამედ აგრესიის მსგავი ნაბიჯების გადადგმაც კი არასოდეს უცდია, მაშინ როდესაც არაერთ მეზობელ სახელმწიფოსთან რუსეთს აქვს მიწებზე სადავო ვითარება. ბუნებრივია, ეს ფაქტორები აუცილებლად იქნება მხედველობაში მისაღები სრულფასოვანი ანალიზის გაკეთებისთვის. ხელისუფლების პასუხისმგებელ ორგანოებს ევალებათ ასევე სწორი სამართლებრივი ტერმინებით იხელმძღვანელონ. როდესაც არასწორად ხდება ტერმინის “სამხრეთ ოსეთი” გამოყენება, მაშინ როდესაც ამ ოლქის გაუქმების შემდგომ სწორი იურიდიული ტერმინი იქნება “სამაჩაბლო” ან “ცხინვალის რეგიონი”, ამ მხრივ კარგი იქნება თუ ხშირად მოვუსმენთ ჩვენს ბრძენ კათოლიკოს-პატრიარქს, რომელიც იყენებს ისტორიულ და იურიდიულად გამართულ ტერმინებს. ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს და უფლებამოსილ კომისიას ასევე ვთხოვთ ზემომითითებულ პერიოდებში ჩადენილ უკანონო მოქმედებებთან ერთად სრულად და ობიექტურად შეისწავლოს იმ პროცესებზე პასუხისმგებელი პირების მოქმედებები, რომლებიც ახორციელებდნენ და ახორციელებენ ქართული ტერიტორიების მცოცავ ანექსიას, რომლის ერთ-ერთი ბოლო მაგალითიც ქართულ სოფელ დიცში დაფიქსირდა, ასევე გამოძიებული უნდა იქნას ქართველების გენოციდის, ქართველების კუთვნილი ქონების განადგურების, ეთნიკურ წმენდის, ოკუპირებული ტერიტორიებზე ქართველთა უკანონო დაკავების, ქართული ენის აკრძალვის, ქართული ისტორიული ძეგლებისა და კვალის მიზანმიმართულ განადგურების და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ნიშნების შემცველ სხვა მოქმედებების გამოძიება. სამწუხაროდ, საზოგადოება ნაკლებად არის ინფორმირებული ხელისუფლების მხრიდან იმ რეაგირებებზე, რომელიც სხვადასხვა ფორმით ქართული მიწების ხელყოფას ეხება, ასევე გამყოფი ე.წ. საზღვარზე მართულხლართებისა და კედლის აღმართვას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების შევიწროვებას, თანაც იმ ეპოქაში, როდესაც ცივილიზებულმა სამყარომ იზეიმა რუსეთის მიერ აგებული ბერლინის კედლის დანგრევა.

აუცილებელია, სრულად იქნას დაცული საქართველოს მოქალაქეების კანონიერი უფლებები მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, რადგან არა აქვს მნიშვნელობა რომელი საქართველოს მოქალაქის უფლებები იზღუდება, ქართველისა თუ ოსის, აფხაზისა თუ რუსის, სომეხისა თუ აზერბაიჯანელის და ა.შ. აუცილებელია, ქართულ საპატიმროებში მოთავსებული აფხაზებისა და ოსების მდგოამრეობის გამორკვევა, თუმცა ასევე აუცილებელია ანალიგიურად ყურადღების მიქცევა და გამორკვევა ეთნიკურად იმ ქართველების მდგომარეობით, რომლებიც მოთავსებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე საპატიმროებში.

მხედველობაშია მისააღები ასევე ის გარემოება, რომ პიარზე ორიენტირებულმა თემებმა შესაძლებელია ქვეყნის ინტერესები დააზარალოს. ყველფერზე მაღლა უნდა დადგეს სახელმწიფოებრივი მიდგომები და ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები..

დასასრულს მოვიშველიებ ცნობილი საზოგადო მოღვაწის აკაკი ბაქრაძის სიტყვებს, რომელიც აღნიშნულია 1994 წელს ტერიტორიულ მთლიანობაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად, სადაც იგი აღნიშნავს, რომ: “თუ თავს არ მოვიტყუვებთ აფხაზეთიც და სამაჩაბლოც ჩვენ წაგვართვა რუსეთმა და დაგვსაჯა რუსეთმა ამით იმისათვის, რომ ჩვენ გამოვთქვით დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სურვილი. ჩვენ ჯერ კიდევ დაგვსაჯეს ამისათვის 1918-1921 წლებში, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა არსებობდა და ისევ დაიპყრო რუსეთმა. საქართველო მაშინ ჩვენ ამ თავისუფლების წაგვართვეს საინგილო, ლორეს ოლქი და სხვა ტერიტორტიები. მით უმეტეს ამისა, რომ კომუნისტური საქართველო რუსეთის ერთგული იყო, ჩვენ არ დაგვიბრუნეს ეს ტერიტორიები. სასჯელი ბოლომდე მოგვახდევინეს და ბოლომდე წაგვართვეს. დღესაც ასე მოხდება. ჩვენ გვსჯიან ისევ იმისათვის, რომ ისევ გამოვთქვით თავისუფლების და დამოუკიდებლობის სურვილი. ამისათვის წაგვართვეს აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი (სამაჩაბლო). მით უმეტეს ამისა, რომ შეიძლება დღევანდელი საქართველო დამოუკიდებელ თანამეგობრობაში შევიდეს. მოსკოვს მუდმივი ერთგულება გამოუცხადოს, ამ ტერიტორიებს რუსეთი ჩვენ არ დაგვიბრუნებს. ამ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს როგორც გითხარით იმისათვის, რომ ჩვენ დასჯილი ვართ... ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენს თავში იმ ვაჟკაცობის აღზრდა, რომელიც დაგვარწმუნებს, რომ ჩვენ შეგვიძლია მტერთან დავიცვათ თავი და ძლიერი მეტრიც იძულებული გახდეს ანგარიში გაგვიწიოს, მაგრამ ეს იოლი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, ამას ვერ გააკეთებ, თუ დღედაღამ იმაზე ოცნებობ, როგორ იცხოვრო კეთილად, დღედაღამ ფუფუნებაში, არაფერი არ მოიკლო, არაფერი არ დაიკლო და ვიღაცამ ლანგარზე მოგართვას აფხაზეთიც და ცხინვალის ოლქიც. თუ ასე მივუდგებით, ჩვენ არაფერი გამოგვივა. მაგრამ თუ ჩვენ მოვემზადებით, რომ ყველა გასაჭირს გავუძლოთ ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, მაშინ ჩვენ ამას შევძლებთ და მიუხედავად რუსეთის სიძლიერისა, ის აქედან კუდამოძუებული წავა. კიდევ ვიმეორებ, თუ ჩვენ კუდი ვაქიცინეთ და ჩვენ სულ თვალებში შევაჩერდით მოსკოვს და სულ ის ვიძახეთ, რომ მოსკოვის გარდა ჩვენ არაფერი არ გვეშველება, მოსკოვია ჩვენი ერთადერთი მშველელი და ერთადერთი მფარველი, ერთადერთი მამამარჩენალი, მაშინ აქედან არაფერი არ გამოვა. მაშინ უნდა ვაღიაროთ ჩვენი დამარცხება, ისევ ვიკისროთ ის მონობის უღელი, შევეხვეწოთ იმას, რომ იქნებ ხანდახან მოგვცეს უფლებაიმისა, რომ სოხულმშიდაც ჩავიდეს ქართველი კაცი, ასე თუ დაგროვდა საკითხი, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, თუ ჩვენ ჩვენს თავმოყვარეობას არ ვუღალატეთ, ჩვენს სიმტკიცეს და ჩვენს ვაჟკაცობას მოვიკრებთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ამ დიდი ომის მოგება და მართლაც გამარჯვებული გამოვალთ ამ ვითარებიდან, რა ვითარებაშიც ჩვენ ვართ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფალნი იცვლებიან, ხოლო ერის ისტორია მარადიულია. ჩვენს თაობას ერ ეპატიება მომავალი თაობების და დედა ღვთისმშობლის წინაშე საქართველოს თუნდაც უმცირესი გოჯი მიწის დაკარგვა პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენი თაობის უდიდესი გამოწვევაა პროცესების მიზანმიმართული წარმოება ქვეყნის ერთიანობისა, მთლიანობისა და დეოკუპაციის მიმართულებით”, - აცხადებს გიორგი თევზაძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45