სოციალურად დაუცველმა უსახლკარო მოქალაქეებმა საპატრიარქოს საავადმყოფო დატოვეს

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 13:05

ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ სოციალურად დაუცველმა უსახლკარო მოქალაქეებმა საპატრიარქოს საავადმყოფო დატოვეს. საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის ვახტანგ სურგულაძის  განცხადებით, თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა 27-მდე სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ გამთენიისას კლინიკის ერთ-ერთი კორპუსი დატოვა.

სოციალურად დაუცველი მოქალაქეები საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში გუშინ ღამით დაახლოვებით 11 საათისთვის შეიკრიბნენ. ისინი პატრიარქთან შეხვედრას და ბინებით დაკმაყოფილებას ითხივდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61