რუსეთ-საქართველოს ომის საგამოძიებო კომისიასთან მიხეილ სააკაშვილი არ ითანამშრომლებს

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 12:27

მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და პრეზიდენტი, ერთი წამითაც არ ვითანამშრომლებ ამ ანიტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან, რომლის საბოლოო მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრიობის შერყევა -

ამ განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ, რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების მხრიდან რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს და აცხადებს რომ გამოძიება საქართველოს ტეტირორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მტრის ამოცანების ახალ ვითარებაში ბოლომდე მიყვანისკენ პირდაპირ არის მიმართღთული. 

პრეზიდენტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

"როგორც პრეზიდენტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მთლიანად ვემიჯნები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის შესახებ რომ საქართველოს ბრალი იყო შეიარაღებული მოქმედებების დაწყება და ომის გაჩაღება. თუ ლაპარაკობენ ვინმეს დანაშაულზე, მე შემიძლია ვთქვა, დიახ, ნამდვილად მე ვარ დამნაშავე. დამნაშავე ვარ იმაში, რომ როგორც პრეზიდენტმა არაფრად ჩავაგდე მუქარა და ხელი არ ავიღე ნატოს და ევროპის კურსზე რომელიც ჩვენმა ხალხმა დაგვავალა. არ ავიღეთ ხელი ქართული სახელმმწიფოებრიობის შექმნის იდეაზე. ჩემი დანაშაული ის არის, რომ მე როგორც პრეზიდენტი, ერთგული დავრჩი საპრტეზიდენტო ფიცის - დამეცვა ჩემი სამშობლო გადამწყვეტ მომენტში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44